ქალებს საარჩევნო უფლება 1920 წლის 18 აგვისტოს მიენიჭათ

ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 1920 წლის 18 აგვისტოს მიეციათ, მაშინ არავინ დაიჯერებდა, რომ ოდესმე ქალი არჩევნებზე არათუ ხმას მისცემდა, არამედ თავად გახდებოდა კანდიდატი.

   ქალთა საარჩევნო უფლებები — ქალების უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. იგი მოიცავს უფლებას აირჩიონ და არჩეულ იქნენ სხვადასხვა დონის არჩევით ორგანოებში. ქალთა საარჩევნო უფლებებისათვის აქტიური მოძრაობა იწყება XIX საუკუნისმეორე ნახევრიდან. ფემინისტი ქალბატონების შრომამ შედეგი გამოიღო. მათი აქტიური მოღვაწეობის ფონზე, 1869 წელს აშშ-ში შეიქმნა ახალი შტატი ვაიომინგი, რომელშიც ქალებმა პირველად აშშ-ში და საერთოდ მსოფლიოში მოიპოვეს ხმის უფლება.

   ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 1920 წლის XIX შესწორებამ ქალთა უფლებები სამუდამოდ დააკანონა. ქალებისათვის საარჩევნო უფლებების მინიჭების მიხედვით აშშ მე-17 ქვეყანა იყო. მსოფლიოში პირველად აღნიშნული უფლება დაკანონდა ახალ ზელანდიაში 1893 წელს. საარჩევნო უფლებები მოიპოვეს 1902 წელს – ავსტრალიელმა1906 წელს – ფინელმა,1913 წელს – ნორვეგიელმა1915 წელს – დანიელმა და ისლანდიელმა1917 წელს – რუსმა1918 წელს – ქართველმა დაკანადელმა1919 წელს – ავსტრიელმაგერმანელმაჰოლანდიელმაპოლონელმაშვედმალუქსემბურგელმა და ჩეხმა2005 წელსქუვეითელმა2006 წელს არაბეთის გაერთიანებული საამიროების და 2011 წელს საუდის არაბეთის ქალბატონებმა.

 

კომენტარის დატოვება