პირბადე სავალდებულო იქნება სკოლის ყველა ვიზიტორისთვის, გარდა მოსწავლეებისა

განათლების სამინისტრომ პანდემიის პირობებში სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა.

https://www.gmtv.ge/79937-2/

ოდნავ მოგვიანებით,ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა,რომ  სასწავლო პროცესის დაწყებისას, სკოლაში პირბადის გარეშე ვერ შევლენ იქ მომუშავე თანამშრომლები და მასწავლებლები, გარდა მოსწავლეებისა.

-რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, ეს სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა. სკოლების პასუხისმგებლობა იქნება უზრუნველყონ სადეზინფექციო საშუალებები და სანიტარული კვანძების დასუფთავება რეგულარული წესით,”- თამარ გაბუნიამ.