ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 3 ადამიანი მოათავსეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პირი მოათავსეს , მათ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდათ ასევე ჰქონდათ მაღალი ტემპერატურა.

. სამივე პირს პროტოკოლით გათვალისწინებული პროცედურები უკვე ჩაუტარდა.

ლაბორატორიული კვლევის პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.