უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლები ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური შტაბიდან უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს.

ანტონ გერაშჩენკოს თქმით, ისინი სრულიად უსაფრთხოდ იქნებიან და მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.