პატარა საქართველო დიდ შვედეთში (ვიდეო)

პატარა საქართველო დიდ შვედეთში.
ქალთა ორგანიზაცია დეიზის დიდი წარმატება.
ქართული ბიბლიოთეკის ოფიციალური გახსნა და
საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის შექმნა.
გავლიან წლები და ნაყოფს მოვიმკით ამ დიდი და ეროვნული ქართული საქმის ნაყოფს.

საქართველოს ქალთა საბჭო 

3 დეკემბერი 2016 წელი. თბილისი–სტოკჰოლმი. ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია ”დეიზის”, საქართველოს ქალთა საბჭოს და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით პირდაპირი ჩართვით განხორციელდა ღონისძიება რომელიც ითვალისწინებდა სტოკჰოლმში ქართული ბიბლიოთეკის გახსნას,საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის დაფუძნება და კანდიდატურის წარდგინებას, ქართველ და შვედ ხალხთა კულტურის ჩვენება.

პირდაპირი ჩართვით ეროვნული ბიბლიოთეკიდან საუბრობდნენ საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე ,აკადემიკოსი მზექალა შანიძე,აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე,პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ასევე საბჭოს სხვა წარმომადგენლები.სტოკჰოლმიდან მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა შვედეთში მალხაზ კაკაბაძემ.სტოკჰოლმში ღონისძიებას ესწრებოდნენ საელჩოს სრული შემადგენლობა,ასევე ქართული ეკლესიის მოქმედი მამა–შიო.

ღონისძიებაზე დასასწრებად გოტებურგიდან ჩავიდა ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შვედეთში მაია როდონაია,რომელმაც ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კანდიდატურად რეკომენდაცია გაუწია და წარადგინა ქეთევან ბაღათურიას–ქართველ და შვედ ქალთა ორგანიზაცია ”დეიზის”ხელმძღვანელს.მადლობა მაია როდონაიას გაწეული თანადგომისათვის.

მადლიერება დაიმსახურეს ასევე ოსლოდან სპეციალურად ჩასულმა ახალგაზრდებმა საქართველო–ნორვეგიის კავშირის თავრემ თამარ ლორიამ–წიგნ ”ანბანეთის ამბების”ავტორმა და მარიამ ნოდიამ. მადლობა ქალთა საბჭოს წევრებს რომლებმაც აჩვენეს ქართული კულტურა სხვადსხვა სახით. საბჭოს აქტიურ და ქველმოქმედ წევრის მარინა კოლხიდაშვილის ფოლკლორული ანსამბლის სიმღერის ფონზე ნაჩვენები იქნა თვითნასწავლ 15 წლის თეკლა მელაძის ნახატები და ლიანა ღუდუშაურის მძივით ნაქარგობა. მიესალმა და ლექსი წაიკითხა ნიჭიერმა პოეტმა ნანა ცინცაძემ,მადლობა მათ თანადგომისათვის.ასევე მიესალმნენ ქალთა საბჭოს წევრები ირინა თურქია ლუარა ჭანტურია და საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი.

საქართველოს ქალთა საბჭო სტოკჰოლმის თანამემამულეებთან ერთად მადლობას ვუხდით ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის ხელმძღვანელს რუსუდან კობახიძეს რომელმაც სანიმუშო სამუზეუმო დოკუმენტები მიაწოდა სტოკჰოლმს.

ქალთა საბჭო ასევე მადლობას უხდის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უცხოეთთან თანამშრომლობის კონსულტანტს აკაკი კენჭოშვილს,– დიდი იყო თანადგომა ამ ღონისძიების მოწყობაში.ასევე ქეთევან ბაღათურიას ახლობლებსა და მეგობრებს დახმარებისა და ხელშეწყობისათვის.

ვინ არის ქეთევან ბაღათურია?–საქართველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კანდიდატურა სტოკჰოლმში.ქეთევანი დაიბადა და გაიზარდა თბილისში.დაამთავრა ისტორიული ფაკულტეტი.1990 წელს დაქორწინდა დავით სვანიძეზე.ჰყავს ორი გოგონა სალომე სვანიძე–სწავლობს კოროლინსკის უნივერსიტეტში სტომატოლოგიის განხრით.თეონა სვანიძე სწავლობს უფსალას უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.მადლობა ქეთევან ბაღათურიას და მის ოჯახს ასეთ მამულიშვილურ საქმეებში ურთიერთ თანადგომისათვის და ემიგრანტთა დახმარებისათვის. მადლობა თბილისში ქეთევან ლაზარაშვილს და მის ოჯახს ღონისძიების მასპინძლობისათვის ორგანიზებაში ხელშეწყობისათვის და დახმარებისათვის.
განსაკუთრებული მადლობა ყოფილ ელჩს კოტე ქავთარაძეს,რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ქართული ბიბლიოთეკის დაფუძნებას სტოკჰოლმში

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შვედეთში ბატონ მალხაზ კაკაბაძეს,ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და ხელშეწყობისათვის.

საქართველოს ქალთა საბჭომ დაინახა რა შედეგი 3 დეკემბერს ჩატარებული ღონისძიების ,ყველა მონაწილე თანამდგომნი და ორგანიზატორები დაჯილდოვა მადლობის სიგელებით.

ამ დღეს მოხდა აზრთა გაცვლა და დაიგეგმა შემდგომი ღონისძიების ჩატარება ამავე რეჟიმით..

კომენტარის დატოვება