“ეკონომიკა თავზე დაგვენგრა-სიჩუმეა ქუჩაში! ოთხოზურია დაგვიკლეს-სიჩუმე იყო ქუჩაში!..

დავით ნებიერიძე

საზოგადოება „ივერია“

-„სიურეალიზმის ქვეყნად აქცია საქართველო ამ ჭორვილელმა. მე რატომღაც მგონია, რომ ეს აქციები უფრო დიდი პრობლემების გადასაფარავად კეთდება. კი ბატონო, მეც ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ ერთი მასტერკა პლანის მოწევის გამო ადამიანი სახელმწიფოს მტრად არ უნდა გადააქციო, მაგრამ, ეკონომიკა თავზე დაგვენგრა – სიჩუმეა ქუჩაში. ოთხოზურია დაგვიკლეს – სიჩუმე იყო ქუჩაში. გადასახადებს ზრდიან და კვლავ სიჩუმეა და ვეღარაფერს ვხვდები. პლანი უფრო აქტუალურია 6 ათასი კაცი რომ გამოვიდა ქუჩაში, ვიდრე ჩვენი შვილების შიმშილის საშიშროება და უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნება? ამიხსენით ვინმემ ბოლოს და ბოლოს სადა ვართ და რა დაგვმართა ამ პიგვინების მბრძანებელმა. ნარნიაა თუ საქართველო?“

კომენტარის დატოვება