“სეპარატისტული აზროვნების ჩახალიანი საქართველოს მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას ავლენს!

ვაჰაგნ ჩახალიანის კუმურდოს მოვლენებთან გაკეთებულ განცხადებას და საქართველოს მთავრობისადმი მიმართვას

იხ.

http://aliq.ge/ge/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9C-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90/

 უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და ჩახალიანის გავრცელებულ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს.

-სომეხი სეპარატისტული აზროვნების წარმომადგენელი ვაჰაგან ჩახალიანმა გაავრცელა განცხადება, რომელიც არც მალავს თავის უარყოფით და რბილად, რომ ვთქვათ, საქართველოს მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებას ავლენს! მას როგორც სჩანს რეალურად არ აინტერესებს ისტორიკოსების კვლევა და ის გარემოება რომ ძველი ქართული მართლმადიდებელი ტაძარი კუმურდო — X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარია, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში.ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანეეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ.

დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა. და განისვენებს ქართველთა წარმომადგენელთა ნეშტი და ვერაფრით ვერ იქნება იგი 19 საუკუნეშუი ჩასახლებული სხვა ერის წარმომადგენლების წინაპრების საძვალე მითუმეტედ იმ პერიოდისა რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ასახელებს, ასევე საოცარია მისი განაცხადის შინაარსი იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს სომხების ეროვნულ-კულტურული და რელიგიური უფლებების მიმართ გაუგებარ ქცევას,ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ ლოგიკური და კონსტრუქციული გადაწყვეტილების გზით გადაჭრას კუმურდოს თემის პრობლემური საკითხი და არ გამოიწვიონ ჯავახეთის სომხების დაპირისპირება.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სომხების უფლებების სფეროში და საქართველო-სომხეთის შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესი გაკეთდა. დადებითი პროცესისგან განსხვავებით, ჩვენ გვქონდა მიზეზი განვაცხადოთ, რომ ჯავახეთის სომხების და საერთოდ საქართველოს სომხების უფლებების მხრივ რეფორმები ნელი ტემპით ვითარდება და არ შეესაბამება სომხური მოსახლეობის მოლოდინს.ახლა მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაბალანსირებული ოპერაციებით დაუყოვნებლივ დაამყარონ მშვიდობა ჯავახეთში, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი რეგიონის სომეხ ლიდერებთან მშვიდობის დამყარების, ადამიანისა და ეროვნული უფლებების გარანტიების გაძლიერების მიზნით.“ რომელ უფლებებზე აპელირებს ჩახალიანი რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს სომხების ეროვნულ-კულტურული და რელიგიური უფლებების მიმართ გაუგებარ ქცევას“ როცა სომხებს აქვს საქართველოში გარანტირებული ყოველნაირი უფლებები, კერძოდ რწმენის თავისუფლება და არაერთი მომქმედი ეკლესიები, მშობლიურ სომხურ ენაზე საშვალო სკოლები , თეატრები, ჟურნალ-გაზეთები, ტელეარხებზე საინფორმაციო გადაცემები, გარანტირებულია არჩევნის უფლებები და სახელმწიფო უწყებებში ჰყავთ წარმომადგენლობა როგორც ადგილობრივ ასევე საკანონმდებლო ორგანოებში, აქვთ საკუთრების უფლება ასევე ახალგაზრდევბს სომხურ ენაზე შეუძლიათ ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდები და ა.შ.

რომელ ქვეყანაში სარგებლობს ამდენი გარანტირებული უფლებებით ადგილობრივი ეგრწ. ეროვნული უმცირესობა იქნებ დაგვისახელონ…? როგორც საქართველოში რადგანაც საქართველო ოდიდგანვე ტოლერანტობით და სხვა ერების უფლებების მიმართ დიდსულოვნებით გამოირჩება თუმცა პრაქტიკამ გვიჩვენა რომ სამწუხაროდ სწორედ ამის შემდეგ ზოგჯერ ზოგიერთებს კიდევ უფრო მეტი არაადეკვატური მოთხოვნები უჩნდება… ზოგჯერ თავიანთი გაუცნობიერობით ზოგჯერ მესამე ძალის წაქეზებით… და მათი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი პრეტენზიებში მესამე ძალის მხედველობაში მაქვს რუსეთის გავლენას უფრო შეიმჩნევა ვიდრე რეალურად ადგილობრივი მოსახლეობის ნააზრევისა თუნდაც ჩახალიანის განცხადებაში როცა აღნიშნავს, რომ „განსხვავებით, ჩვენ გვქონდა მიზეზი განვაცხადოთ, რომ ჯავახეთის სომხების და საერთოდ საქართველოს სომხების უფლებების მხრივ რეფორმები ნელი ტემპით ვითარდება და არ შეესაბამება სომხური მოსახლეობის მოლოდინს. ახლა მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაბალანსირებული ოპერაციებით დაუყოვნებლივ დაამყარონ მშვიდობა ჯავახეთში, დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი რეგიონის სომეხ ლიდერებთან მშვიდობის დამყარების, ადამიანისა და ეროვნული უფლებების გარანტიების გაძლიერების მიზნით სიტუაციის დესტაბილიზაციის ელემენტებს ვურჩევდით, ნუ გახდებით თურქულ-აზერბაიჯანული ინტერესების ინსტრუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამის წესებს გამოვიყენებთ მათი თაღლითობის აღმოჩენისა და მშვიდობის აღდგენისთვის. სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობები ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა თურქულ-აზერბაიჯანულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ალიანსში, მათ პან-თურქულ მისწრაფებებზე და ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ, რომ ჩვენს ურთიერთობებს საფრთხე დაემუქროს.“

საინტერესოა რომელ სომეხ „ლიდერებზე „ მითუთითებს თავის განცხადებაში ჩახალიანი, სჩანს, რომ საქმე გვქონდა არა მოსახლეობის სპონტალურად განვითარებულ მოვლენებზე კუმურდოს მოვლენებთან დაკავშირებით , არამედ კარგად ორგანიზებული აქცია რომელსაც თავის ლიდერებიც ჰყოლია ალბათ დამკვეთებიც ეყოლებოდა ამოიტომაც მივმართავ შესაბამის სახელმწიფო ძალოვან უწყებებს სრულად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტობრივი გარენოებები და მოახდინონ ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება!” – აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებაში.