შვეიცარიაში მზის ელემენტებიანი თვითმფრინავის პროტოტიპი გამოსცადეს

შვეიცარიაში პირველად აიჭრა ჰაერში თვითმფრინავის პროტოტიპი, რომელიც მზის ელემენტებით დაფრინავს. მას სტრატოსფერო 20 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია გაარღვიოს.

საცდელი ფრენა წარმატებით დასრულდა. თვითმფრინავი მფრინავ-გამომცდელმა რაფაელ დომინმა აფრინა.

სპეციალისტების თქმით, Elektra-2 100 კილომეტრიანი ტვირთით 20 კილომეტრზე საფრენ აპარატებს შორის ყველაზე მოსახერხებელია და სამომავლოდ ფართოდ გამოიყენება.