საომარ მოქმედებებში მონაწილეობა ან 10 წლიანი პატიმრობა – პუტინის ახალი კანონი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, იგივე სასჯელი ემუქრება ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერ მეომარს, რომელიც ზემდგომის ბრძანებას არ შეასრულებს.

კანონის თანახმად, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ანსამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში მყოფი უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.