“ბერახუანას ლეგალიზაცია’…იქნებ ჩვენი ხელფასებიც გარეპოს?!”

მხატვარი შოთა გლურჯიძე, რომელიც გამოირჩევა იუმორით, მაგალითად “სამართლიანობის აღდეგენა,ვულკანიზაცია ბალანსიროვკა” მიმდინარე მოვლენებს და ბერას ახალ  კლიპს დღეს კიდევ ახალი  სარკასტულ პოსტით ეხმიანება და სულ 2 სიტყვაში ატევს საკმაოდ ბევრი ადამიანის სათქმელს.

-„ბერახუანას ლეგალიზაცია“ – წერს გლურჯიძე.

რეპერის კლიპი იხ.

https://www.gmtv.ge/40078-2/

მკითხველს მხატვრის რამდენიმე იმ იუმორისტულ ნათქვამს შევახსენებთ, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და „ხალხურად“ იქცა:

-მძიმე, კლუბური და მსუბუქი ნაცი,ყველა კლავს!!!

-იქნებ ჩვენი ხელფასებიც გარეპოს?!
ბერას რეპის უცდომელობის დოგმატის მწამს, ex cathedra.

-ქართულ ტელევიზიებში “თოხ-შოუზე” თუ მიხვალ, ერთი რამ უნდა გაარკვიო, ჟურნალისტები აცრილი თუ ჰყავთ ცოფზე და მერე, მაინც 10 დღე უნდა დააკვირდე, წყალს თუ სვამენ!!!

-მგონი ბიძინა პოლიტიკაში კი არ დაბრუნდა, ბერას გამოექცა!!!