პროფესიული უნარების გამოცდაზე 10 846 პედაგოგიდან 8 206 ჩაიჭრა

2022 წელს უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის პროფესიული უნარების გამოცდა პირველად ჩატარდა. გამოცდაზე 10 846 პედაგოგი გავიდა, საიდანაც დაწესებული ბარიერი მხოლოდ 2 640-მა გადალახაამის შესახებ ინფორმაციას etaloni.ge შეფასებისა დაგამოცდების ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფროსი და წამყვანი პედაგოგებისთვის ჩატარებულ გამოცდაზე ჯამში 12 628 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, აქედან უფროსის სტატუსის პედაგოგი 9 315 იყო, ხოლო 3 313 წამყვანის სტატუსის.

უფროსი პედაგოგებიდან გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, საიდანაც ბარიერი 2 456-მა გადალახა.

რაც შეეხება წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგებს, 2 744 მასწავლებლებიდან ბარიერი მხოლოდ 184-მა გადალახა.

უფროსი და წამყვანი მასწავლებლების გამოცდა სულ 8 206-მა პედაგოგმა ვერ ჩააბარა.