პოლიტიკოსებო! ქულების ჩასაწერად ნუ სწამებთ ცილს ფერმერებს!

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გმობს პოლოტიკოს შალვა ნათელაშვილის დაუსაბუთებელ და ცილისმწამებლურ ბრალდებას ფერმერ ნიკოლოზ ბენიანიძის მიმართ.

მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის ფერმერების, ვინც თავისი შრომითა და გარჯით ქმნიან ქვეყანაში დოვლათს და იღწვიან ეროვნული აგროსექტორის გადარჩენისთვის, სახელს ტალახში ნუ ამოსვრიან ეს თქვენ პოლიტიკურ ქულებს არ შეგმატებთ.