“სუხოიზე” დაამარცხა გახარიამ საპარლამენტო ოპოზიცია…

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია პრემიერის პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება და დადებითად აფასებს.

-“სუხოიზე” დაამარცხა გახარიამ საპარლამენტო ოპოზიცია. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიცია იყო მოუმზადებელი, ზოგად, აგრესიულ პოლიტკურ შეტევაზე გააკეთეს აქცენტი და მთავარი კითხვები არ დასვეს. არ კითხეს რატომ შექმნეს რთული სისტემა პანდემიის ფარგლებში კუთვნილი დახმარების მისაღებად, რის გამოც გაჭირვებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე რჩება. არ კითხეს სიფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები კარგია მაგრამ მთავარ ფუნქციას ვერ ასრულებს, ამ დახმარების მთავარი მიზანია უმუშევარს შეუწყოს ხელი შექმნას ბიზნესი და სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობაში, რაც ამ დახმარებით არ ხორციელდება, და სხვა. ამიტომ იყო პრემიერი ოპოზიციასთან შედარებით შეუდარებელი”