ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Easycharter-მა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა

ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Easycharter-მა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთირთი ჩაიტანა.

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეისი გუშინ ლვოვს აეროპორტში შესრულდა.

„ვამაყობთ, რომ ასეთ რთულ დროს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მოვახერხეთ. გუშინ, ლვოვის აეროპორტში შევძელით უკრაინელი ხალხისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება.

ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენი უკრაინელი კოლეგებისა და მთელი უკრაინელი ერის გვერდით, რათა დაიცვან მათი დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია,” – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თვითმფრინავი და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება