გიტანას ნაუსედა – სურთ კი რუსებს ომი? მინდა მჯეროდეს, რომ არა, არ გაჩუმდეთ, უსამართლობას ზურგს ნუ შეაქცევთ, იყავით გამბედავები

სურთ კი რუსებს ომი? მინდა მჯეროდეს, რომ არა, არ გაჩუმდეთ, უსამართლობას ზურგს ნუ შეაქცევთ, იყავით გამბედავები, – ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც რუს ხალხს რუსულ ენაზე მიმართა.

„თქვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავს დასხმოდა მეზობელ ქვეყანას. ქვეყანას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირებით. ერს, რომელსაც თქვენ ძმებს და დებს უწოდებთ. ეს ომი არავის სჭირდება. არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც დანარჩენ მსოფლიოს. ჯერ კიდევ არ არის გვიანი ამ დანაშაულის შეჩერება, ჯერ კიდევ არ არის გვიანი თავიდან ავიცილოთ ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი. თქვენთვის, ყველასთვის ნაცნობ სიმღერაშია ასეთი სიტყვები. მაშინდელ ომში ჯარისკაცები იმიტომ დაიღუპნენ, რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მშვიდად ეძინოს, მაგრამ ახლა თქვენი ქვეყანა იწყებს ახალ ომს, რომლის შედეგებიც არავინ იცის. სურთ კი რუსებს ომი? მინდა მჯეროდეს, რომ არა. არ გაჩუმდეთ. უსამართლობას ზურგს ნუ შეაქცევთ. იყავით გამბედავები“, – განაცხადა ნაუსედამ.