ვაშინგტონში ატომური კომპლექსიდან რადიოაქტიული ნივთიერების გაჟონვის მიზეზს იძიებენ

ვაშინგტონის მთავრობა ჰენფორდის ატომური კომპლექსიდან რადიოაქტიული ნივთიერების გაჟონვის შესაძლო მიზეზებს იძიებს.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთი მუშის ტანსაცმელზე რადიოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს, 9 მაისს კი კომპლექსში ერთი გვირაბი ჩამოინგრა.

კომპანიის წარმომადგენელი პიტერ ბენგსტონი ამბობს, რომ ყველა საჭირო ზომა გატარებულია, მოხდა დაბინძურებული ტანსაცმლის ლიკვიდირება და ჰაერგამწმენდი სამუშაოები, არც ერთი ადამიანი არ არის დაშავებული, გრძელდება დაკვირვებები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ Washington River რადიაციის კვალი სამსახურში აღმოაჩინა.

მაღალჩინოსნებმა ამერიკის ენერგეტიკის სამინისტრის დაავალეს „დაუყოვნებლივ ჩაატარომ გამოკვლევა და დაადგინონ რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვის მიზეზი“