დედის მკვლელობის ბრალდებით გოგონა დააკავეს

ორთაჭალაში დედის მკვლელობის ბრალდებით სამართლადამცველებმა სავარაუდო დამნაშავე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა, შსს-ში საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც შსს აცხადებს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.