დაცული უნდა იყოს რეკომენდაციები სასკოლო ექსკურსიების თაობაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, მათ შორის საჯაროსა და კერძოს, მოუწოდებს დაიცვან სამინისტროს მიერ უკვე მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას სასკოლო ექსკურსიებისას. უწყებაში განმარტავენ, რომ დოკუმენტს რეკომენდაციების ხასიათი აქვს, თუმცა სკოლების მხრიდან მკაცრად შესასრულებელია.

მისივე ინფორმაციით, ექსკურსიების განხორციელებასთან დაკავშირებით სკოლებს წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს პასუხისმგებლობას ორგანიზატორების მხრიდან როგორც ექსკურსიების უშუალოდ ლოკაციებზე, ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროცესში.