ქუცნაშვილი ბესელიას ახალი პარტიის შექმნას ეხმიანება

„ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნება დააანონსა და  საზოგადოებას გუნდის წევრები წარუდგინა. პარტია 20 ივნისს დაფუძნდება. ეკა ბესელია ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსების საფუძვლად ქვეყანაში არსებულ უსამართლო მდგომარეობას ასახელებს.

ბესელიას გუნდში გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტიერაძე იქნებიან.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/59044-2/

ბესელიას ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ბესელიას ახალ პარტიას დიდი პოლიტიკური მომავალი არ უწერია.

-„იდეალი გამოწვევისაგან იმით განსხვავდება, რომ ის არის მარადიული და იდეალებისთვის ბრძოლა და მსახურება არის მარადიული პროცესი. ამიტომ ვინც მიიჩნევს, რომ ერთი არჩევნებით ან თუნდაც ორი არჩევნებით იდეალები მიღწეული იქნება და ისინი გაქარწყლდება და მისთვის შრომა და ბრძოლა საჭირო აღარ იქნება, ეს სულ მცირე დილეტანტიზმი იქნება. ჩვენ მიღებული გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაპირებთ, რომ მესამედაც გავიმარჯვოთ არჩევნებში 2020 წელს. ასე, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ აჩვენოს გამარჯვება და გააგრძელოს იმ იდეალებისთვის ბრძოლა, რაც როგორც თავში გითხარით მარადიულია,“-განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.