შალვა პაპუაშვილი – რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე, დღეს სხდომის გახსნის პროცედურებიც არ გაიმართება

პარლამენტში, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია სხდომას საკუთარი შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას სხდომის გასახსნელად საჭირო ხმები არ ეყოფა, ხოლო უმრავლესობა დასწრებას არ აპირებს.

,,ამ სხდომის გამართვის რეალური მზიანი, არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპრიების სურვილია.

რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება და ასევე აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც, შესაბამისად სხოდმის გახსნის პროცედურები არ გაიმართება”, – თქვა პაპუაშვილმა.