ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა

ზუსტად 19 წლის წინათ, ამ დღეს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის თავოსნობით შეიცვალა ედუარდ შევარდნაძის არალეგიტიმური ხელისუფლება.

23 ნოემბერს წინ უძღოდა „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” მიერ არჩევნების გაყალბება და ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენის სურვილი.

საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოს რეგიონებიდან შეიკრიბა შევარდნაძის მთავრობის მოწინააღმდეგე ათასობით მოქალაქე პარლამენტის შენობასთან.

მოგვიანებით დემონსტრანტებს საკანონმდებლო ორგანოში შეუძღვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ვარდებით ხელში, მათ პრეზიდენტი აიძულეს, რომ სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა და დაეთმო ძალაუფლება.

სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი დალია და გაფორმდა უსისხლო, ხავერდოვანი „ვარდების რევოლუცია”.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაიწყო აღმშენებლობის პერიოდი, შეცდომებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი რეფორმებითა და შედეგებით.

დღეს კი ამ დღის მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

მოსახლეობა დღესაც შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე, სიმბოლურად 23 ნოემბერს, თუმცა, ამჯერად მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად.