ლევან მამალაძე – სააკაშვილი არ დაიშურებს ფულს და თავის ბიზნესმენებს, რომ დააფინანსოს გახარია და თავისის გავლენა გააძლიეროს – მელია კი შეიძლება, თამაშგარე აღმოჩნდეს

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  მზადაა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია დააფინანსოს და ამით ოპოზიციური საყრდენი შეიქმნას. ამის შესახებ მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამალაძე არ გამორიცხავს, რომ  გახარიამ და  სააკაშვილმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ, ხოლო ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია თამაშგარეთ აღმოჩნდეს.

“გახარია და სააკაშვილი ერთმანეთისკენ ილტვიან, მელია კი შეიძლება თამაშგარე აღმოჩნდეს!. (არის თუ არა გიორგი გახარია მოღალატე ვიდეოში იხილეთ).

მაისის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ ეროკავშირი არანაირად მხარს არ დაუჭერს საქართველოში რაიმე არეულობების მოწყობას და ძალადობრივ ცვლილებებს. სააკაშვილზე ეჭვი აქვთ, რომ ის კრემლის ინტერესებში მოქმედებს, რადგან სიტუაციის არევა საქართველოში , როგორც ევროკავშირის და აშშ-ის საყრდენისთვის კავკასიაში, დასვლეთის მარცხს გამოიწვევს და რუსეთის ჰეგემონიას გააძლიერებს რეგიონში. დამფრთხალმა მიშამ თავისი ნაციონალების ლიდერი ნიკა მელია აფრინა ვაშინგტონში, იმის დასამტკიცებლად, რომ არ არიან რადიკალები, თუმცა შარლ მიშელის მომზადებულ შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია ენმ-ის. მელიას აქაური გავლენიანი პოლიტიკოსებიდან არავინ შეხვდა, არც სენატში და არც კონგრესში. ამან სააკაშვილი მეტად შეაშფოთა და უმალ ვაშინგტონს ეწვია, სადაც „შემთხვევით“ ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც ვაშინგტონში აღმოჩნდა! არა აქვს მნიშვნელობა ერთ სასტუმროში არიან თუ არა, მთავარია რომ მათ ერთად ყოფნის და გეგმების შედგენის საშუალება მიეცათ!”- წერს მამალაძე.

მამალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ოპოზიციური პოლიტიკური საყრდენი სჭირდება, რითაც შეეძლება დასავლეთის თვალში რადიკალები ჩაანაცვლოს.

“სააკაშვილს ჰაერივით სჭირდება სახელმწიფოდ მოაზროვნე ოპოზიციური პოლიტიკური საყრდენი, რომლითაც შეეცდება ჩაანაცვლოს რადიკალები და მელია „აფსაიტში“ დატოვოს. სააკაშვილი არ დაიშურებს არც ფულს და არც თავის ბიზნესმენებს რომ დააფინანსოს გახარია და თავისის გავლენა გააძლიეროს! სააკაშვილი ხომ სიურპრიზს გვპირდება შემოდგომისთვის?!

სააკაშვილმა ვაშინგტონს უკვე შესთავაზა სააკაშვილ -გახარიას ახალი პოლიტიკური პროექტი, მაგრამ კაპიტოლიუმი მათ ეჭვით უყურებს. ახალი ერთობა ყველანაირად შეეცდება, რომ კავშირები და ერთობლივი ქმედება დამალონ, რათა გახარიამ მეტი ხმები მიიღოს, ოცნებას ხმების 43% აღების საშუალება არ მისცეს და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს!”- წერს მამალაძე.

მამალაძე მიიჩნევს, რომ ასეთ ვითარებაში გიორგი გახარიას გაუჭირდება ლოიალობის შენარჩუნება და ხელისუფლების კრიტიკაზე გადასვლა მოუწევს.