ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში – არის მსხვერპლი

ყვარელში, სოფელ სარუსოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

ექიმების თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.