შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო – ზელენსკი იტალიის პრემიერზე

შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირი ზელენსკი იტალიის პრემიერზე  წერს.

“დღეს დილის 10:30 საათზე ჩერნიგოვის, ჰოსტომელისა და მელიტოპოლის შესასვლელებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრგას. იმავდროულად, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, იტალიის პრემიერმა უკმაყოფილება განოთქვა, რომ ზელენსკიმ მასთან სატელეფონო საუბარი დათქმულ დროს არ გამართა.