მანჩესტერში ტერაქტის მომწყობის ვინაობა დაადგინეს

ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ უკვე ცნობილია თვითმკვლელის ვინაობა, რომელმაც სტადიონზე ტერაქტი მოაწყო.

Associated Press წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ეს არის 23 წლის სალმან აბედი.

ტერაქტის შედეგად დაიღუპა 22 და დაშავდა 120 ადამიანი.