გოდერძი ბარბაქაძე: სამუშაოები სწრაფი ტემპით და ხარისხიანად მიმდინარეობს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში სანიაღვრე არხის და მილ – ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა საკრებულოს თავმჯდომარემ გოდერძი ბარბაქაძემ.

-„სამუშაოები სწრაფი ტემპით და ხარისხიანად მიმდინარეობს, გარდა ამისა აღსანიშნავია ისიც, რომ  ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ბაისუბნის გაზიფიცირება“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.