„ოსორაულთან დაკავშირებით აქცია ესაა სააკაშვილის და თემურ ალასანიას გეგმაზომიერი დივერსია!..“

დავით იორამაშვილი

ორგანიზაცია მეომრები დემოკრატიისა და სამართლიანობისათვის თავმჯდომარე

სპეც სამსამსახურის თადარიგის ოფიცერი

-ვეხმაურები დღევანდელ აქციას თადარიგის პოლკოვნიკ სოსო ოსორაულთან დაკავშირებით. ის რაც ხდება ეს არის კარგად დაგეგმილი ნაც მოძრაობის აქცია სენსიტიური თემით. შემსრულებელს აზრი არ აქვს ხდება ეს ანგარებით თუ უანგაროდ, დიდი ხნის მოფიქრებული სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს და მთავრობის უნიათობა-დისკრიმინაციას, ესაა სააკაშვილის და თემურ ალასანიას გეგმაზომიერი დივერსია სახელმწიფოს და სპეც სამსახურების მიმართ.

ჩნდება კითხვა – რატომ არ აწარმოებს სუსი საგარეო უწყების ოპერატიულ მომსახურეობას? სადამდე უნდა ივაჭრონ ზოგიერთმა და კონკრეტულად ე.წ. პოლიტიკურმა ნაც სექტამ ჩვენი მებრძოლების წარსულით და მომავლით? ზოგ შემთხვევაში სიკვდილითაც!

რაც შეეხება თადარიგის პოლკოვნიკ სოსო ოსორაულს არსებობს ინფორმაცია იგი გარდაცვლილია კონგოში 200 კმ მოშორებით შეტაკების ზონიდან, სადაც ვითომდაც ის დაიღუპა. მასთან ერთად დაღუპულია მისი პირადი მცველები. სადამდე უნდა რჩებოდეს ჩვენი ქვეყანა ყველა სახის გამოწვევაზე შიშველი ხელებით! სადამდე უნდა ვაჭრობდნენ ჩვენი მამელუქებით.

 P.S. კოჰაბიტაციის ჩვენ არ შეგვიკვეთია.

შეგახსენებთ, რომ სოსო ოსორაულის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართა და დიპლომატიური უწყებისგან ოფიციალურ კონგოსთან მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვა. კონგოში გაუჩინარებული ქართველი მფრინავის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებენ სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაცია, სოსო ოსორაულის დაღუპვის შესახებ და ამბობენ, რომ ფოტომასალა არ ადასტურებს მის გარდაცვალებას. მათ აქვთ ეჭვი, რომ შესაძლებელია ფოტოები დამონტაჟებული იყოს.