ხადურის უწყება განმარტებებს ითხოვს…

ხადურის უწყება განმარტებებს ითხოვს ყველა იმ სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის უპრეცედენტო გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელ მატებაზე გააკეთეს განცხადებები.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.