“ხადურის უწყების შეფასება სისულელეა…”

კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას

https://www.gmtv.ge/62314-2/

საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი პასუხობს და ხადურის უწყების შეფასებას სისულელეს უწოდებს.

„როცა კურსი დათვლილი გაქვს 2 და 60-ზე და 2 და 63-ზე და უცებ გიწევს 2 და 97-ზე ყიდვა, ამ დროს შენი პროდუქტის თვითღირებულება 80%-მდე იმპორტირებული საქონელია, რომელსაც ევროზე და დოლარზე ყიდულობ, სულ რომ გაყიდვაში არ გქონდეს და სულ რომ არ გინდოდეს წარმოების განვითარების მიზნით, რაღაც ორი კაპიკის მოგების ნახვა, გინდა თუ არ გინდა ფასის მომატებას ვერ გაექცევი. საქართველოში არის რამდენიმე ასეული  მეფრინველეობის საწარმო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ რომ 500 მეპატრონე დაჯდეს და ფასების აწევა-დაწევაზე რაღაც შეთანხმება მიიღოს. ეს ხომ სისულელეა,”-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.