სომხეთის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია დაანონსდა

სოციალურ ქსელში აქცია დაანონსდა. სოლიდარობის აქცია დღეს, 22 საათზე სომხეთის საელჩოსთან გაიმართება.

-გამოუცხადე სოლიდარობა სომეხ ხალხს – მოდი დღეს აქციაზე.
დღეს 22:00 საათზე სომხეთის საელჩოსთან.
ყველანაირი პოლიტიკური განცხადებების გარეშე!
ჩვენი მიზანია სომეხი ხალხის მხარდაჭერა!-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, აქციები ერევანში 13 აპრილს დაიწყო. დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას აპროტესტებენ. დაკავებულია აქციია ათობით მონაწილე.