თამარ ტალიაშვილის ინიციატივით ზღვისუბანში დასუფთავების აქცია ,,თბილისის ზღვისთვის’’ გაიმართა

თბილისის ზღვაზე მაშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა ზღვისუბანში (თემქა) თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მაშტაბური აქცია გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქა) მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფთან’’ თანამშრომლობითა და მერიის მხარდაჭერით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია „თბილისის ზღვისთვის’’ მესამედ იმართება.

ზღვისუბნის ტერიტორიის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ზღვისუბნის მაჟორიტარის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა და მოხალისე ზღვისუბნელებმა მიიღეს.

აქციას ასევე შეურთდა თბილისის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატები მიხეილ ამაშუკელი.

თამარ ტალიაშვილის თქმით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

„უკვე ტრადიციად დავამკვიდრეთ თბილისის ზღვის დასუფთავების აქცია. დღეს ერთობლივი მუშაობით ნაგვისა და ნარჩენებისგან გავასუფთავეთ სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რომელიც თბილისის ტურისტული, რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი სივრცეა და ზაფხულის ცხელ დღეებში ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მიხარია, რომ ჩვენს აქციას ამდენი ახალგაზრდა შემოუერთდა, იაქტიურეს სკოლებმაც, ჩვენ გავაგრძელებთ ერთიანი ძალებით თბილისის ზღვის უბანზე ზრუნვას!”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.