ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია

სპორტის სასახლეში მომხდარი სკანდალის გამო გეგა გეგეშიძე დაკავებულია.

გამოძიებამ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ მიიღო.

როგორც ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, სასტიკად გაუსწორდა.

გამოძიება ძალადობის მუხლით სამართალდამცველებმა შაბათის კურიერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყეს, სადაც ჩანდა, რომ ხელკეტით შეიარაღებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფიზიკურად გაუსწორდა ზურაბ დათუნაშვილს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის სკანდალს და ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტს  ეხმაურება და ამბობს, რომ უწყება მომხდარზე ზომებს მას შემდეგ მიიღებს, რაც ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება.

იხ.

https://www.gmtv.ge/53769-2/