ვეთანხმები პოზნერს, ჩვენ ვართ მლიქვნელები და აფერისტები, მიკვირს, რატომ ბოლომდე არ გაგვასწორეს მიწასთან – თეა დარჩია

ქორეოგრაფი თეა დარჩია “რუსთავი 2”-ის  ეთერში საქართველოში პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა.

“მე წავიკითხე შარშანდელი პოზნერის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მლიქვნელები და აფერისტები ხართ ქართველებიო, ვეთანხმები, ვართ!

ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ყველაფერში დამნაშავეები, ჩვენ ვიქეცით ამბარცუმა ერად! თავმოყვარეობა დავკარგეთ. ამპუტაცია ჩაგვიტარეს თავმოყვარეობაზე, პატივმოყვარეობის! ღირსებაახდილი ერი ვართ. კიდევ მიკვირს, რატომ ბოლომდე არ გაგვასწორეს მიწასთან.

აფხაზეთი და ოსეთი გაყიდეს, ყველა გლიჯავს ამ საცოდავ საქართველოს,”-აღნიშნა თეა დარჩიამ.