დღეს პრეპარატ კამელინის ავტორის, ცნობილი ქირურგის დაბადების დღეა

დღეს დიდი ქართველი ქირურგის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, უნიკალური ქართული პრეპარატის – “კამელინის” შემქმნელის – ბენედიქტე მაღლაკელიძის დაბადების დღეა!

ასიათასობით გადარჩენილი სიცოცხლისა და უამრავი უმძიმესი დაავადებისგან განკურნების გამო, მადლიერმა ერმა საერთო-სახალხო გამოკითხვის შედეგად ბენედიქტე მალაკელიძეს დამსახურებულად მიაკუთვნა საპატიო ადგილი “დიდ ქართველთა ასეულში” . 4 წლის წინ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოს გამართვიდან ცოტა ხანში, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელი; მე-5 წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაწესდა მისი სახელობის სტიპენდია. ქირურგის, საზოგადო მოღვაწის ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატმა “კამელინმა“ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ფარმაცევტულ ბაზარზე.

განუზომელია ბენედიქტე მაღლაკელიძის ღვაწლი ქართული სამედიცინო მეცნიერების განვითარების საქმეში. სისხლის გადასხმისა და ქირურგიის ინსტიტუტებში აქტიური სამეცნიერო–პრაქტიკული მოღვაწეობის პერიოდში, ბატონმა ბენედიქტემ დეტალურად შეისწავლა თაფლის სამკურნალო თვისებები, რითაც ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავების მიმართულებით.
ბ-ნი ბენედიქტე მრავალი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია. საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო–კლინიკური კლვევები, როგორიც “კამელინს” ხვდა წილად.

„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება დაკონსულტაცია უფასოა.

დარეკეთ:

2-98-62-25 (ოფისი);

599 33 10 89; 599 23 03 33; 599580907

www.Camelyn.ge
ფოსტა: info@camelyn.ge