“უნდა დარჩეს მარტო ვაშაძე მეორე ტურში, სხვანაირად 2020 წელს ნაცები გაიმარჯვებენ!!!”

თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურში უნდა დარჩეს მარტო .

-თავიდან გამომაქვს ჩემი მოსაზრება მოცემულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით – ოცნების კანდიდატი წააგებს ამ არჩევნებს, მაგრამ თუ მოიგებს – წააგებს პარტია ქართული ოცნება, ვინაიდან ეს ვერ იქნება სამართლიანი გამარჯვება… ამიტომ, უნდა დარჩეს მარტო ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურში.

ვაშაძე გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ იქნება სახელისუფლო გამარჯვება. გონივრული სტრატეგიის შემთხვევაში, ოცნებას შეუძლია გაიმარჯვოს კოალიციურად 2020 წელს, სხვანაირად გაიმარჯვებს ნაციონალური მოძრაობის კოალიცია.

ემოციები და იმის მტკიცება, ვინ უფრო მეტი კათოლიკეა, ახლა არ გამოდგება. სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

P.S. ნაციონალური მოძრაობასთან შედარებით, ოცნება იქნება მორალურად ძლიერი თუ აღიარებს ყველა შეცდომას და მისი ზოგიერთი ლიდერი ტონსა და დამოკიდებულებას შეცვლის..