„ოცნებამ უნდა აღიაროს ხალხის განწყობა და უარი თქვას ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე მომავალი გამარჯვებისთვის…“

სოსო ვახტანგიშვილი

ეროვნული ფორუმის ლიდერი

გუშინდელი არჩევნების ნეგატიური შდეგის მიზეზი მრავალწახნაგიანია. პირველი ის გახლავთ, რომ ოცნებამ გადაუხვია რეფორმირებისა და განვითარების სწორ გზას და უარი თქვა საკუთარი დანაპირების შესრულებაზე. მეორე მიზეზია კოალიციის დაშლის ხელშეწყობა. შედეგად ინტელექტუალური კადრების გადინება და პორტირებულების გაბატონება ნამდვილი, ძველი ოცნების წევრების „მიჯირყვნის“ ხარჯზე.

უსუსტესი საკადრო პოლიტიკა მაგალითად პარლამენტის კეკლუცა თავმჯდომარეც იკმარებს და უსუსტესი მინისტრთა კაბინეტიც. რეგიონების კადრებზე ამჯერად არაფერს ვამბობ.ყველა მიზეზის ჩამოთვლა ძალიან დიდ მოცულობას წაგვართმევს.

ახლა გამოსავალი რა შეიძლება იყოს.

პირველი- რადგან მეორე ტურში გაყალბების გარეშე უსუსტესი სალომე ვერ გაიმარჯვებს ხოლო გაყალბება ტოლია გარდაუვალი რევოლუციისა.

ქართულმა ოცნება უნდა აღიაროს ხალხის განწყობა და უარი თქვას ს. ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე რაც გამოიწვევს საკუთრივ სალომესგან კანდიდატურის მოხსნას. ღირსეული დამარცხების აღიარება შეიძლება გადიქცეს მომავალი გამარჯვების წინაპირობად. ამის შემდგომ უნდა შეიქმნას ეროვნული ერთობის კოალიციური მთავრობა, რომელსაც მიეცემა საშუალება სწორი, რეფორმაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოებისა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრების არასრული ვერსია.

მეეჭვება მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ ოცნებაში კიდევ შერჩენია ვინმეს საღად აზროვნების უნარი, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს რევოლუციური განვითარების სცენარი, რაშიც სააკაშვილს ბევრი ვერ შეედრება. შევარდნაძის მთავრობის გახსენებაც იკმარებს დასტურად თან თუ გავითვალისწინებთ პორტირებულთა მეშვეობით ინფორმაციის დიდი ნაკადის გადინებას ოცნების კულუარებიდან.

ასე რომ აზრზე მოდით ოცნებაში გადაწყვეტილების მიმღებნო, ქვეყანა არ დაღუპოთ და თქვენც არ დაილეწოთ ერთიანად!!!