არ შეიძლება, რომ სააკაშვილი საპყრობილეში განადგურებული ჯანმრთელობით იჯდეს, მე მის გამოსახსნელად ყველაფერს ვაკეთებ და არ გავჩერდები – გრიგოლ ვაშაძე

„არ შეიძლება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეში განადგურებული ჯანმრთელობით იჯდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე ცდილობს თუ არა იგი სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციას, ვაშაძემ უპასუხა:

„დაწერილს რომ ვერ წაიკითხავს ადამიანი და ნათქვამი არ ესმის, იმიტომ, რომ სკოლაში არ უსწავლია და ინსტიტუტში გოგოებს დასდევდა მარტო და ხინკალს ჭამდა, იმას მე ვერ ვუშველი. წიგნები იკითხეთ მეგობრებო, წიგნები გამოგადგებათ. რაც შეეხება პრეზიდენტს, მის გამოსახსნელად მე ყველაფერს ვაკეთებ და არ გავჩერდები. ეს არ ეხება მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას, ეს ეხება იმას, რომ საქართველოში პოლიტიკურმა სიტუაციამ მიგვიყვანოს ახალ პოლიტიკურ სისტემამდე. ეს არის მარტივი ჭეშმარიტების გაგება, რომ ჩვენ, ვინც ოპოზიციაშია და ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან ერთად ვართ ხელისუფლება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.