ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და გარემოცვაა – გიგა ბოკერია ბუჩაში ჩასვლის მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის პასუხზე

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით მიწვევას ეხმაურება.

როგორც ბოკერია განმარტავს, ამ თემისგან დისტანცირების სურვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოლღალატე ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ.

„ეს არის გაგრძელება ამ პოლიტიკურ და მორალურ კატასტროფაში კიდევ უფრო ღრმა ჩავარდნის, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვაა. სამწუხაროდ, ჩვენც გვაგდებს ირიბად, ისინი წარმოგვადგენენ ჩვენ. ეს მხოლოდ უკრაინის ამბავი არაა, ჩვენი თავისუფლების ამბავიცაა და ეს სამარცხვინო პოზიცია ყველაფერში გამოავლინეს, ყველა საჯაროდ დაფიქსირებულ სიტყვაში, ეს ბოლო სირცხვილი, ამ ამაზრზენი ტრაგედიის, რომელმაც შეძრა მთელი მსოფლიო და სადაც პრინციპული საკითხია, რომ ბოლომდე მივყვეთ ამ ამბავს, რათა დაინგრეს ბოროტების იმპერია და დაისაჯოს ისინი, ვინც ეს ბოროტმოქმედება ჩაიდინა, ამისგან დისტანცირების სურვილი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ღრმად ამორალურ და საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ადამიანებს”,- განაცხადა ბოკერიამ.