ლევან იოსელიანი – „ნაცმოძრაობა“ არც მალავს, რომ რევოლუციის სურვილი აქვთ, ყველას კარგად ესმის, რომ ციხის კარებს ვერავინ შეანგრევს და იქიდან პატიმარს ვერ გამოიტაცებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ერთმანეთის მიმართ უფრო გასამხნევებელი განცხადებები მგონია, ვიდრე რაიმე რეალობასთან ახლოს მყოფი.

როგორც მან აღნიშნა, ყველას კარგად ესმის, რომ ციხის კარებს ვერავინ შეანგრევს და იქიდან პატიმარს ვერ გამოიტაცებს.

„მადლობა ღმერთს, რომ ასეთ საქართველოში აღარ ვცხოვრობთ. „ნაცმოძრაობას“ თავისი დღის წესრიგი აქვს, რომლითაც მოქმედებს. არც მალავენ, რომ რევოლუციის სურვილი აქვთ. ამას ჩემი დადასტურება რად უნდა – თავად ამბობენ, რომ ხელისუფლება რევოლუციით უნდა შეიცვალოსო. არჩევნებმა დაადასტურა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ცვლილებები საარჩევნო გზით სურს, სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია რეფერენდუმს მოიგებდა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.