საქართველოში პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი არის უკეთესი ვიდრე ამერიკის და ევროპის ქვეყნების – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი არის უკეთესი ვიდრე ამერიკის და ევროპის ქვეყნების – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა  დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ერთადერთი კრიტერიუმი კოვიდის ეფექტიანად მართვის არის პროცენტული მაჩვენებელი, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ინფიცირებული ადამიანებიდან.

,,კი თქვენ ყველა აპელირებთ 40-50 გარდაცვლილზე, მაგრამ მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, თითოეული ადამიანის დაკარგვა არის ძალიან მძიმე, საქართველოსთვის მძიმედ ისმის 40-50 ადამიანის სიკვდილი, მაგრამ მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით. საქართველოში პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი არის უკეთესი ვიდრე ამერიკის და ევროპის სხვა ქვეყნების”. – განაცხადა ცერცვაძემ.