საწვავზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, 5 მარტს თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისსა და ქუთაისში საწვავზე აქციზის ზრდასთან დაკავშირებით, 5 მარტს საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია სოციალური ქსელებით დაიგეგმა და თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური პარტიებისა თუ მოთხოვნებისგან. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს მანამ, სანამ ხელისუფლება ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ 13 საათზე ისინი თბილისის შემთხვევაში “ვარდების მოედანზე” ხოლო ქუთაისის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტთან საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ და ამით საწვავის ფასებზე პროტესტი დააფიქსირონ.

აქციაზე აქციზის გაზრდილი გადასახადის შემცირებას მოითხოვენ.

ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ნავთობის ბირჟებზე საწვავის ფასის გაზრდის პარალელურად, საქართველოში ისედაც გაძვირებული ბენზინი, ზაფხულისთვის 3.10-3.60 ლარამდე ავა, რაც თავის მხრივ ნებისმიერ პროდუქტს გააძვირებს.

მათი თქმით, ფასების ზრდა არა მხოლოდ ავტომფლობელებზე, არამედ ნებისმიერ მოქალაქეზე აისახება, რადგან საწვავის ფასი გავლენას ახდენს ნებისმიერი პროდუქციის ფასზე რადგან საწვავს წარმოებაში თუ არა დისტრიბუციაში მაინც გამოიყენებენ კომპანიები, აქვე აღნიშნავენ, რომ საწვავზე ფასების ხელოვნური ზრდა კიდევ უფრო დააზარალებს საქართველოს სოფლის მეურნეობას, რადგან სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი ტექნიკას მიუძღვის რაც თავის მხრივ საწვავს მოიხმარს.