“ყველა განხეთქილების მიზეზი ლიდერობის სურვილი ხდებოდა…”

 

დავით ნებიერიძე

საზოგადოებაივერია

-“ყველა განხეთქილების მიზეზი ლიდერობის სურვილის მიზეზით ხდებოდა. ყველა წასული და გამიჯნული იმაზე აპელირებდა, რომ ვერ ახდენდა საკუთარი ლიდერული უნარჩვევების რეალიზებას. არ დავიწყებ ახლა ამ პოზიციის განხილვას. სხვა სათქმელი მაქვს: ყველა იყავით დარწმუნებულნი, რომ ნამდვილ ლიდერებს ქუჩა წარმოშობს. განსაკუთრებით კი ქარიზმატულ ლიდერებს, რომლებიც ესოდენ აკლია ქართულ რეალობას. უზურპატორმა ყველა პირობა შექმნა, რომ პოლიტიკური ბრძოლის ველი ქუჩაში გადასულიყო. ჰო და აი ასპარეზიც.

ახლა გამოჩნდება ვინ როგორი ბიჭია. ხალხს და ქუჩას ვერ მოატყუებ. მათ ნამდვილი და ქარიზმატული ლიდერები უყვართ და უტყუარად ცნობენ. ცნობენ და იღებენ. რუბიკონი გადალახულია. დღეიდან დიდი და უკომპრომისო ბრძოლების ეპოქა დაიწყო. ან გაუსაძლისი ჭაობი და დიქტატურა. ან თავისუფლება და ნანატრი გამარჯვება!