“კანონიერი მფლობელის ხელში სიტყვის და ჟურნალისტების თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი“

„რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

ლევან იზორიას თქმით ტელეკომპანია ფუნქციონირებას კანონიერი მფლობელის ხელში გააგრძელებს და სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტების თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება:

„მე დარწმუნებული ვარ ერთში, რომ „რუსთავი2“ ფუნქციონირებას გააგრძელებს კანონიერი მფლობელის ხელში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე დარწმუნებული ვარ მეორეში, „რუსთავი2“ როგორც სხვა მაუწყებლები გააგრძელებს თავისუფალი მედიის არსებობის პირობებში მოღვაწეობას. კანონიერი მფლობელის ხელში, რაც სიტყვის თავისუფლებას და ჟურნალისტების თავისუფლებას უკავშირდება იქნება უზრუნველყოფილი“- განაცხადა იზორიამ.