უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – განადგურებულია რუსეთის არმიის 80 ტანკი, 516 ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი და 2800 პირადი შემადგენლობა

უკრაინამ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის არმიის 80 ტანკი გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა „ფეისბუკში“ დაწერა.

მისი თქმით, 80 ტანკის გარდა, განადგურებულია 516 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი, 2800 პირადი შემადგენლობა. საუბარია მოკლულებზე, დაჭრილებსა და ტყვედ აყვანილებზე.