ჯოზეფ ბორელი – საკმარისად ვერ ვისაუბრებ სიტუაციის სიმძიმეზე იმ დამოუკიდებელი ქვეყნის შესახებ, რომელსაც არ დაუმსახურებია ის, რომ მეორე ქვეყანა იქ შეიჭრას ძლიერი სამხედრო შესაძლებლობით, რომელსაც აქვს ატომური ბომბი და რომელიც იმუქრება

უნდა ჩავწვდეთ უკრაინაში არსებული სიტუაციის სიმძიმეს, – განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოუსმინეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.

„მივიღეთ ინფორმაცია რუსული ჯარების ქცევაზე და უკრაინის გმირულ წინააღმდეგობაზე, ძალებზე, რომლებსაც უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებს ვეძახით. კულება ვიდეობმულით შემოგვიერთდა უკრაინიდან, სადაც ის საკუთარ ქვეყანას იცავს და ასახავს ადგილზე არსებულ მდგომარეობას, სადაც სამოქალაქო სამიზნეები დარტყმის ქვეშ მოხვდა, რაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აყენებს. ხაზს ვუსვამ ამას, რადგან უნდა ჩავწვდეთ სიტუაციის სიმძიმეს.

მე საკმარისად ვერ ვისაუბრებ სიტუაციის სიმძიმეზე იმ დამოუკიდებელი ქვეყნის შესახებ, რომელსაც არ დაუმსახურებია ის, რომ მეორე ქვეყანა იქ შეიჭრას ძლიერი სამხედრო შესაძლებლობით, რომელსაც აქვს ატომური ბომბი და რომელიც იმუქრება, რომ მის წინააღმდეგ გამოიყენებს, ვინც ჩარევას გაბედავს. როგორც იცით, უკრაინის დაუყოვნებლივი მხარდაჭერის ნიშნად, ჩვენ სანქციების პაკეტი მივიღეთ, რომელიც წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გასულ ღამეს შეთანხმდა. თქვენ იცით, რომ ევროპული საბჭო ახორციელებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რათა ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცოს, რომ ეს ამოქმედდა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.