ვოლოდიმირ ზელენსკი – გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო – მართლაც არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ არიან მთავრობა, არამედ უკეთესები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი თბილისსა  და სხვა ქალაქებში გამართულ ფართომასტაბიან უკრაინის მხარდასაჭერ აქციას გამოეხმაურა.

იგი მადლობას უხდის ქართველ ხალხს.

„გასაოცარი ქართველი ხალხი, რომელსაც ესმის, რომ მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო! მადლობას გიხდით ყველას თბილისში და სხვა ქალაქებში, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და ომის წინააღმდეგ გამოვიდა. მართლაც არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მთავრობა არ არიან, არამედ უკეთესები მთავრობაზე“ , -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.