პოლიტიკაუცხოეთი

ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა

ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომელიც გუშინ ევროპულ საბჭოზე არ დასრულდა და დღეს გადაწყდა ელჩებისა და მინისტრების მიერ

ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არიან სანქცირებული პირების სიაში, დუმის დარჩენილ წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას“, – განაცხადა ბორელმა.