“სასწრაფოდ უნდა გატარდეს სანქციები ტრანსნაციონალური დანაშაულის აღმოსაფხვრელად!”

გიორგი გუგავა

„ლეიბორისტული პარტია“

– ქართული უსაფრთხოების სამსახურებს ნაცვლად იმისა, რომ სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, გიგა ოთხოზორიას მკვლელი ჩამოეყვანათ და გადაეცათ ქართული მართლმსაჯულებისათვის, ივანიშვილის დავალებით, რომელსაც ალიევის ოჯახთან აკავშირებს მილიარდიანი სანავთობო ენერგეტიკული, სატრანზიტო კორუფციული ბიზნეს ინტერესები, ყაჩაღურად მოიტაცეს ჟურნალისტი, რომელიც იკვლევდა ამ კორუფციულ საქმეებს, საწამებლად გადასცეს აზერბაიჯანულ მხარეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილმა სახელმწიფო გადააქცია ტრანსნაცოინალურ კრიმინალურ სინდიკატად, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას, უხეშად თელავს ადამიანის უფლებებს, სამართლის ჰუმანიტარულ პრიციპებს.

ამდენად, სასწრაფოდ უნდა გატარდეს სანქციები ტრანსნაციონალური დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

მივმართავთ ევროსაბჭოს! შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო ორგანო, რომელიც შეისწავლის ივანიშვილ-ალიევის კრიმინალურ ქმედებებს და დააყადაღებს უკანონოდ მოპოვებულ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს.