“სწორი გადაწყვეტილება მივიღე თავის დროზე, რომ, დავტოვე ქართული ოცნება“

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. ლევან კობერიძე მოუწოდებს კოლეგა დეპუტატებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია ჩააგდონ.

“ჩვენ არა მარტო არ ვესწრებით კენჭისყრას, ჩვენი ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”, არამედ ჩვენ ბოიკოტი გვაქვს ოფიციალურად გამოცხადებული დღევანდელი სხდომისათვის და ყველას მოვუწოდებთ, ჩვენს კოლეგებს, ვინც არის დარბაზში, რომ სია სრულად უნდა ჩავარდეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ მთელი ცოდვა გადმოიბარა “ქართულმა ოცნებამ.“ აქ სესიაზე მაინც მაქვს იმედი, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ და ყველა მოსამართლე უნდა ჩავარდეს იმისათვის, რომ დაიწყოს სწორი, ჯანსაღი პროცესი იუსტიციის საბჭოს დაშლით, პირველ რიგში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” ხდება ნაციონალური მოძრაობა და ამას აკეთებს ჩვენს თვალწინ. მე მგონი, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე თავის დროზე, რომ, დავტოვე ქართული ოცნება,“ – აცხადებს ლევან კობერიძე.