საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების გავრცელებით

დღეს მთელ მსოფლიოში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის წარმატებულ მეთოდებს გვთავაზობს, სულ უფრო მატულობს დაავადებულთა რიცხვი.

საქართველოც ერთ-ერთ მოწინავეა ადგილზე ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გავრცელების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ენდოკრინოლოგთან ვიზიტი აუცილებელია ყველა ადამიანისთვის.

სამედიცინო ცენტრი “მედელიტი” სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენ პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგები გაგიწევენ კონსულტაციებს.

კითხვა: რამდენად უშლის ჰიპოთირეოზი დაორსულებას ხელს? შეიძლება რომ ჰიპოთირეოზის დროს ხდებოდეს ფოლიკულის ნორმალური გამომუშავება, მაგრამ ორსულობა მაინც არ დგებოდეს? მკურნალობის შემდეგ თუ მექნება კიდევ დაორსულების პრობლემა?

პასუხი: ჰიპოთირეოზის ფონზე თითქმის შეუძლებელია დაორსულება. ამ შემთხვევაში სახეზეა ჰიპერპროლაქტინემიური ჰიპოგონადიზმი, რის შედეგადაც ხდება ოვულაციის ბლოკირება. თუ ქალბატონი იღებს ადექვატურ ჩანაცვლებით თერაპიას, სისხლში თირეოიდული ჰორმონების კონცენტრაციის ნორმალიზაციის შემდეგ, მისი რეპროდუქციული ფუნქცია აღდგება.

ენდოკრინოლოგი–ქეთევან ჯანბერიძე, საუნივერსიტეტო კლინიკა მედელიტი

კითხვა:რა სახის მკურნალობაა ორსული პაციენტებისთვის აუცილებელი თუ მას აღმოაჩნდა ტოქსიკური ჩიყვი? და ხომ არ იმოქმედებს ბავშვის განვითარებაზე?

პასუხი: ორსულობის ფონზე დიფუზურ ტოქსიური ჩიყვის (გრეივსის დაავადების) დიაგნოსტირების შემდეგ, აუცილებელია მკურნალობის დროული დაწყება. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მედიკამენტოზურია– ვიყენებთ თირეოსტატიკებს,, არჩევის პრეპარატი პროპილთიოურაცილია (შესაძლებელია თიამაზოლის ხმარება). პროპილთიოურაცილი პლაცენტარული გზით აღწევს ნაყოფთან და შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების მანკები. აღნიშნულის გამო, პრეპარატი ინიშნება დაბალი დოზით, ხანმოკლე პერიოდით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმი ენდოკრინოლოგი იღებს საჭირო გადაწყვეტილებას. მედიკამენტის დანიშვნის დროს აუცილებელია პაციენტი იყოს ინფორმირებული შესაძლო რისკების შესახებ. ქირურგიულ მკურნალობას მივმართავთ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში (მძიმე თირეოტოქსიკოზი, კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობა, ეჭვი ფ.ჯ. სიმსივნეზე, ანტითირეოიდული მკურნალობის აუტანლობა). ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია ორსულობის II ტრიმესტრში. რადიოიოდ თერაპია ორსულებში არ გამოიყენება.

ექიმი ენდოკრინოლოგი–მათიკო სხირტლაძე, საუნივერსიტეტო კლინიკა მედელიტი.

საუნივერსიტეტო კლინიკა “მედელიტში” წამყვანი, ცნობილი და პროფესიონალ ენდოკრინოლოგთა გუნდი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!

სრულყოფილი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა. შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის, სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის და სხვა ენდოკრინული დაავადებების მკურნალობა!

კლინიკა „მედელიტში“ მოქმედებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა

მისამართი: შანხაის დასახლება, გიორგი გეგეჭკორის 3 (შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

ტელ: 2 144 044